
Building Solutions
„ბიესი“ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანია 2008 წელს დაარსდა და მას შემდეგ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში. Building Solutions ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მასშტაბურ პროექტშია ჩართული და მსხვილ სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობს. გლობალურ ლიდერებთან თანამშრომლობა ჩვენს გუნდს საშუალებას აძლევს, მომხმარებლებს სწორი გადაწყვეტილებები შევთავაზოთ. კომპანიას აქვს ორი ფილიალი, თბილისსა და ბათუმში.

მისია
ჩვენი მისიაა, მომხმარებლებს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები მივაწოდოთ და პროფესიონალური რჩევები მივცეთ.
ხედვა
გვსურს, ვიყოთ ლიდერი კომპანია ინოვაციური სამშენებლო გადაწყვეტილებების მიმართულებით. ამასთან, ჩვენი მომხმარებლები და მომწოდებლები ყველაზე სანდო პარტნიორად აღგვიქვამდნენ.
ჩვენი ღირებულებები
ხარისხი
ჩვენთვის პრიორიტეტია ხარისხიანი პროდუქტისა და სერვისების მიწოდება, რაც მომხმარებლის კმაყოფილებისა და პროექტის ხანგრძლივობის გარანტია.
მომხმარებელზე ორიენტირებულობა
კომპანია მომხმარებლების საჭიროებებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, მათ პროდუქციის მაღალ ხარისხთან ერთად, პროფესიონალების კონსულტაციას ვთავაზობთ.
ეკომეგობრულობა
„ბიესი“ მომხმარებლებს ეკომეგობრული სამშენებლო პროდუქტების დიდ არჩევანს სთავაზობს.
ინოვაცია
კომპანია მუდმივად ცდილობს, მსოფლიო მასშტაბით, ინდუსტრიის უახლესი მიღწევების და ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოში.