+995 32 252 80 69

Eng

სერვისები

სამრეწველო იატაკი

სერვისის აღწერა

სამრეწველო იატაკის სწორი შერჩევა წარმატებული ბიზნესის საწინდარია, ვინაიდან შენობაში ყველაზე დიდ დატვირთვას იატაკი განიცდის. იატაკის ხანმედეგობა მინიმუმ 20 წელს უნდა შეადგენდეს. იმისთვის, რომ დამკვეთმა ხარჯები ტყუილად არ გაწიოს მასალებისა და სამუშაოების შემსრულებლის სწორ შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

სამრეწველო იატაკები გამოიყენება სხვადასხვა სფეროებში: 
სასაწყობო მეურნეობა;  ღია და დახურული ავტოსადგომები; სხვადასხვა სახის ფაბრიკა-ქარხნები; (მათ შორის კვების და ფარმაცევტული საწარმოები) საქონლის სასაკლაოები; სამედიცინო დაწესებულებები; შოურუმები; სპორტული მოედნები.

პროდუქციის კატეგორიები:

  • ბეტონის ზედაპირის გამამყარებელი ფხვნილები;
  • ეპოქსიდური პოლიმერული იატაკი;
  • პოლიურეთანის პოლიმერული იატაკი;
  • პოლიმეთილ მეტაკრილატის პოლიმერული იატაკი;
  • ეპოქსიდ-პოლიურეთანის პოლიმერული იატაკი;

კომპანია "ბიესი" მზად არის მომხმარებელს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია გაუწიოს იატაკის სისტემის სწორად შერჩევაში და შეასრულოს სამუშაოები უმღლესი ხარისხის მასალებით.

შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გალერეაში.