+995 32 252 80 69

Eng

ჩვენ შესახებ

"ბიესიერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში. კომპანიას აქვს სამშენებლო მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება. "ბიესი" მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ და ინოვაციურ სამშენებლო გადაწყვეტილებებს სთავაზობს. "ბიესიქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებზეა ორიენტირებული და ყველა მსხვილ ქართულ სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობს.

სამშენებლო მასალების მიწოდების პარალელურად "ბიესი  სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს შემდეგ სფეროებში:

თბოიზოლაცია; ჰიდროიზოლაცია; ჰერმეტიზაცია; სამრეწველო იატაკები; ანტიკოროზია.


ჩვენი მისია

სამშენებლო გამოცდილების გაუმჯობესება ინოვაციური ტექნოლოგიებით


ჩვენი ხედვა

ვიყოთ ლიდერი კომპანია ინოვაციური სამშენებლო გადაწყვეტილებებისა და მომსახურების სფეროში

ვიყოთ ჩვენი მომხმარებლების და მომწოდებლების ყველაზე სანდო პარტნიორი


ჩვენი ღირებულებები

პატიოსნება - ჩვენ ვმოქმედებთ ეთიკურად და უკომპრომისოდ პატიოსნად

გარემო - ჩვენ  უპირატესობას ვანიჭებთ ეკოლოგიურად უსაფრთხო სამშენებლო პროდუქციას და ვცდილობთ დადებითი გავლენა მოვახდინოთ გარემოსა და საზოგადოებაზე

პასუხისმგებლობა - ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მომხმარებლების წინაშე. ჩვენი მიზანია ჩვენთან თანამშრომლობით ყველა მხარემ მიიღოს შესაბამისი სარგებელი.

მომხმარებლის კმაყოფილება - ჩვენი მიზანია დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლები მაღალი ხარისხის მომსახურებით

თანამშრომლები - ჩვენ მივისწრაფით ვიყოთ საუკეთესო დამსაქმებელი ინდუსტრიაში

ჩვენი პარტნიორები